კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელიას გოლს “რუბინი” ეხმაურება (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას გოლს რუბინი გამოეხმაურა

Image source: gff.ge

 

გუშინ, უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 1:1 დაუზავდა. მატჩში ჩვენი ნაკრებიდან ერთადერთი გოლი 74′-ე წუთზე “რუბინის” ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ხვიჩას ამ გოლს ყაზანური გუნდის ოფიციალური გვერდი ეხმაურება:

“ხვიჩამ სადებიუტო გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე შესვლიდან 4 წუთში.

ხვიჩას მორიგი ულამაზესი დრიბლინგი და გოლი”.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდ. მაკედიონიის ნაკრებები 12 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალშიც დაუპირისპირდებიან.

 

 

წყარო – fcrk