კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესოდ დაასახელეს (ვიდეო)

კვარაცხელიას გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარეს

Image source: fcrk ტვიტერის გვერდი

 

ყაზანის “რუბინმა” საკუთარ გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია გამოავლინეს. ხვიჩამ ხმების უმრავლესობა მიიღო და რუსეთის პრემიერ-ლიგაზე მოგებულ მატჩში (2:1) “ურალის” კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ხვიჩამ რუსეთის პირველობის დასრულებულ სეზონში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო 4-ჯერ კი გაატანინა.

 

 

წყარო – fcrk

 

 

 

 

საქართველოს რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე დარჩა