Image source: rubin-kazan.ru
ხვიჩა კვარაცხელია “რუბინთან” ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” ამხანაგური შეხვედრა გამართა სერბულ “პარტიზანთან“ და 5:2 ანგარიშით მოიგო. ყაზანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც შეხვედრის 39′-ე წუთზე გოლის ავტორი გახდა.
ხვიჩამ „პარტიზანთან“ შეხვედრაში ასევე ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზული არ აღმოჩნდა.
დღეს კი ყაზანური კლუბის ოფიციალურ გვერდზე ახალგაზრდა ქართველი ლეგიონერის მიერ გატანილი შესანიშნავი სქილი და გოლი გამოქვეყნდა.
ვიდეობი
ფოტოები