კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება მოსკოვურ გუნდთან ითამაშოს

ხვიჩა კვარაცხელია ლოკომოტივთან შეიძლება ითამაშოს

Image source: rubin-kazan.ru

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა რუსული პრემიერ-ლიგის მე-17 ტურის “ლოკომოტივთან” მატჩში ითამაშოს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა capitalsport-მა გაავრცელა.

აღვნიშნოთ, რომ კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და მას კორონავირუსი აღარ აქვს. მანამდე კი, 10 ნოემბრიდან ინფიცირებული იყო და ამ პერიოდში იზოლაციაში იმყოფებოდა. ახლა ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიში დაიწყო და უახლოეს მატჩში ლეონიდ სლუცკის განკარგულებაში იქნება.

ხვიჩამ პრემიერ-ლიგაში “ცსკასა” და “როსტოვთან” მატჩები ვირუსის გამო გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს „რუბინი“ 5 დეკემბერს მოსკოვის “ლოკომოტივთან” 15:00 საათზე გამართავს.

 

 

წყარო – capitalsport.info

 

 

 

 

 

ბორჯღალოსნები ფიჯისთან მატჩის წინ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არიან