კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო წუთზე გაიტანა და “რუბინს” ქულა მოუტანა (ვიდეო)

Image source: rubin-kazan

 

რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ყაზანის „რუბინი“ გროზნოს „ახმატს“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმართა შორის ეს ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ქართველი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რითაც საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

ზურიკო დავითაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა და საგოლე შეტევა სწორედ მან წამოიწყო.

„რუბინს“ 18 ქულა აქვს და აუტსაიდერთა რიგებშია, მე-14 ადგილზე.

 

კვარაცხელიას გოლის ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

ევრო 2020 – წილისყრა ჩატარდა, ცნობილია საქართველოს ნაკრების პოტენციური ჯგუფიც!