კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელია: “ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ – თამაშები მოვიგოთ”

ხვიჩა კვარაცხელიას მატ6ჩის შემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

ფიფას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველომ სტუმრად საბერძნეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ თამაში “რუბინის” ვინგერმა და გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეაფასა.

“საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა.

შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან”, – განაცხადა ხვიჩამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამ თამაშში 1 ქულა მოიპოვა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს რუმინეთის ნაკრებთან გამართავს, რომელიც ამხანაგური იქნება.

 

 

წყარო-nakrebi.ge

 

 

 

 

 

სანიოლი: “უცნაური თამაში იყო და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”