კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა, თუმცა ამან “რუბინს” ვერ უშველა

Image source: Rubin Kazan Twitter

 

ახლახანს დასრულდა რუსეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩი, სადაც ყაზანის “რუბინი” “ზენიტის” შეხვდა და 1-2 დამარცხდა.

ბექა მიქელთაძემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და უცვლელად ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მან 59-ე წუთზე დანჩენკო შეცვალა, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ქართველი ნახევარმცველი დისკვალიფიციის გამო არ თამაშობდა და ფან-შიფში გულშემატკივრებს ავტოგრაფებს ურიგებდა.

წყარო – rubin-kazan

ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სიაშია (ფოტო)