კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა ისევ საუკეთესოა. კვარაცხელია “რუბინის” ვარჯიშის MVP მეორედ გახდა (ფოტო)

Image source: rubin-kazan.ru

 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია “რუბინის” შეკრებაზე საუკეთესოდ უკვე მეორედ დაასახელეს.

კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, 18 წლის ქართველი ფეხბურთელი ყაზანის გუნდის “ვარჯიშის MVP” გახდა. საუკეთესო მოთამაშეს დილის ვარჯიშის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერი ვარჯიშზე საუკეთესოდ ასევე 16 იანვარს გამოარჩიეს.

 

წყარო – rubin-kazan.ru

საბა კვირკველიამ ესპანურ შეკრებაზე ნათლობის რიტუალში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)