კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელია: “ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაც გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება”

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ქართულ გამოცემასთან

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ნოემბრის სანაკრებო ოფიციალურ მატჩებზე იყო გამოძახებული, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ მატჩამდე კორონავირუსი დაუდასტურდა და ეს შეხვედრა გამოტოვა.

19 წლის თავდამსხმელი აცხადებს, რომ ეს მისთვის ურთულესი ამბავი იყო.

“არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ეს ურთულესი გადასატანი იყო და დღემდე განვიცდი.

კარგი ნაკრები ჩამოყალიბდა, ევროპის ჩემპიონატამდე ორი ნაბიჯი გვაშორებდა და მჯერა, წარმატებას მაინც მივაღწევთ.

საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები აღარ მაქვს და ველოდები მეორე ტესტს. იმედია, მისი პასუხი უარყოფითი იქნება. ამის შემდეგ, ეგრევე რუსეთში წავალ და ყაზანის „რუბინში“ ვარჯიშს განვაახლებ. თუმცა, თავიდან, ალბათ, სრული დატვირთვით ვარჯიშს და თამაშს ვერ მოვახერხებ, რადგან სისუსტეები მქონდა. თუმცა, ეს დროებითია და იმედია, მალე ვითამაშებ.

გუნდი ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯზე მიუახლოვდა, ანუ გარკვეულ დონეზე გაიზარდა. ამიტომაც მჯერა, რომ გუნდში მშენებლობა გაგრძელდება, კარგი მოთამაშეები გვყავს, გამოცდილებიც და ახალგაზრდებიც. ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაც გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება“, – ამბობს ხვიჩა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-15 ტურში ყაზანის „რუბინსაც“ ვერ დაეხმარა, სადაც “როსტოვთან” დამარცხდა 0:2 ანგარიშით.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

ოთარ გაბელია: “საქართველოს ნაკრებს სჭირდება ქართველი მწვრთნელი”