კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

Image source: Lado Jurkhadze ფეისბუკ გვერდი

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ ხონში, დევნილთა დასახლებაში არსებული სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას, რაც ძალოსნობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ივარჯიშონ.

ღონისძიებები, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

 

 

წყარო ლადო ჯურხაძე / Lado Jurkhadze

 

 

 

“რკინიგზელებთა” მზადება მოახლოებული მატჩის წინ და გიორგი ჭიაბრიშვილის პირველი ვარჯიში (ვიდეო)