კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხოჭოლავას 90 წუთი, “შახტარი” “ინტერთან” განადგურდა (ვიდეო)

ინტერი ფინალშია

Image source: UEFA Europa League

 

ევროპის ლიგის ფინალში „ინტერი“ გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში დონეცკის „შახტარი“ 5:0 გაანადგურა.

უკრაინული გუნდის ძირითადი შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი მეტოქესთან ვერაფერს გახდა უბრძოლველად წააგო.

დუბლი შეასრულეს ლაუტარო მარტინესმა და რომელუ ლუკაკუმ, ხოლო ერთი გოლი დანილო დ’ამბროზიოს ანგარიშზეა. მეხუთე გოლს თუ არ ჩავთვლით, ხოჭოლავას დანაშაული არცერთ გაშვებულ გოლში არ მიუძღვის.

„ინტერი“ ფინალში ესპანურ „სევილიას“ შეხვდება და მატჩი 21 აგვისტოს ჩატარდება. მილანელებს ევროპის ლიგა სამჯერ, ხოლო სევილიელებს ხუთჯერ მოუგიათ.

„ინტერი“ – „შახტარი“ 5:0

გოლები: 1:0 მარტინესი (19), 2:0 დ’ამბროზიო (64), 3:0 მარტინესი (74), 4:0 ლუკაკუ (78), 5:0 ლუკაკუ (84)

 

 

წყარო – Uefa Europa League

 

ეტო’ო: “ბარსელონას” სახელის შეცვლა მოუწევს თუ მესი გუნდიდან წავა”