კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხოჭოლავა “კოპენჰაგენში”? დანიელთა მწვრთნელმა ამის შესახებ ისაუბრა

კოპენჰაგენი ხოჭოლავათი დაინტერესებული იყო

Image source: Shakhtar.com

 

დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა განაცხადა, რომ დავით ხოჭოლავას გადაბირება სურდათ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

ხოჭოლავა ახლა ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღარაა. მას ვაკვირდებოდით, გასულ წელს მე და იოჰან ლანგი (იმ დროისთვის „კოპენჰაგენის“ ტექნიკური დირექტორი – ავტ) უკრაინაში ვიყავით მის დასაკვირვებლად. თუმცა მას შემდეგ საკმაოდ ხშირად თამაშობდა. ასევე ითამაშა ევროპის ლიგის ნახევარფინალი „ინტერთან“, რაც ჩვენთვის ცუდი ნიშანი იყო“ – თქვა სოლბაკენმა.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების სეზონში ხოჭოლავამ უკრაინის ჩემპიონატში 10 თამაში ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ქართველი „შახტარში“ 2018 წლიდან თამაშობს.

 

წყარო – Vk.com

 

ვაკო ყაზაიშვილმა ლოს ანჯელეს “გალაქსისთან” გოლი და საგოლე პასი მიითვალა (ვიდეო)