კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ხოაკინ კაპაროსი: “საქართველოსთან რთული თამაში გვექნება, მაგრამ მოგებას ვეცდებით”

კაპაროსის კომენტარი

Image source: FFA

 

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა საქართველოსთან თამაშის შესახებ ისაუბრა. ესპანელის სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მთლიანად ხვალინდელ თამაშზეა კონცენტრირებული.

„ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული და ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშზე არ ვფიქრობთ. მეც და ფეხბურთელებიც, მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვფიქრობთ. მხითარიანი დიდი დანაკლია, მაგრამ ასე მოხდა და ამაზე წუწუნი არ მინდა. გვყავს მოტივირებული ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში სურთ და ჩემი აზრით, შეგვიძლია ხალხის მოლოდინი გავამართლოთ.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგება საქართველოს თამაშზე ხვალ ცუდ გავლენას არ მოახდეს. ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი პატივი ეროვნულ ნაკრებში თამაშია და მოტივაცია ექნებათ. რთული თამაში იქნება, მაგრამ გვინდა გავიმარჯვოთ.

ხვალ გაიგებთ სარგის ადამიანი იქნება თუ კარაპეტიანი ძირითადში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელი მყავს გუნდში. წინა ორ მატჩში სწრაფი გოლები გავიტანეთ და შემდეგ მოვდუნდით, მაგრამ ყველა თამაში განსხვავებულია. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მაღალი დონის გუნდია და ვეცდებით ეს პრობლემა მოვაგვაროთ“ – თქვა კაპაროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრების მატჩი 15 ნოემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

ღაზარიანი: “საქართველო ფსიქოლოგიურად რთულ ვითარებაშია, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია”