კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასზე 4 ქართველი მოფარიკავე გამოვა

10-12 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მსოფლიო თასი ხმლით ფარიკაობაში ვილა დე მადრიდი გაიმართება.

ხვალ და ზეგ ინდივიდუალურ ასპარეზობაში 4 ქართველი მოფარიკავე გამოვა. ხვალ, საქართველოს დროით 14:00 დაიწყებს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საბა სულამანიძე, 1 საათით გვიან ბილიკზე ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი გამოვლენ. 210 მოფარიკავე ხვალ 48 საუკეთესოს გამოავლენს, რომელთაც შაბათს 16 საუკეთესო, მათ შორის სანდრო ბაზაძე შეურთდება და მედლებისთვის იბრძოლებენ.

კვირას კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე) იასპარეზებს.

ცვლილება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში (ფოტო)