კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხმა მიეცით ვალერი ყაზაიშვილს: 2021 აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 5 საუკეთესო სოლო გოლი

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

Image source: Ulsan Hyundai Football Club ფეისბუქ გვერდი

 

“ულსანის” ქართველი ლეგიონერის, ვალერი ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოარჩია.

28 წლის ქართველი ვინგერის გოლი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასულ 5 რჩეულ გოლს შორის მოხვდა და ამ გამოკითხვას დამაჯერებლად ლიდერობს.

საუბარი მიდის 8 ივლისს აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურზე, რომელშიც “ულსანმა” ვიეტნამურ კლუბს “ვიეტელს“ დამაჯერებელი 3:0 ანგარიშით სძლი. ამ მატჩში თავი გამოიჩინა ვალერი ყაზაიშვილმაც – 48′-ე წუთზე შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ მატჩის ანგარიში გაიხსნა.

გამოკითხვა აზიის ჩემპიონთა ლიგის საიტზე მიმდინარეობს.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by AFC (@theafchub)


შეგახსენებთ, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის გამარჯვებული 18 ქულით სწორედ ქართველი ლეგიონერის “ულსანი” გახდა, ხოლო ტურნირის 1/8-ფინალში 14 სექტემბერს იაპონურ “კავასაკის” შეხვდება.

 

 

 

 

 

 

წყარო – the-afc.com

 

 

 

 

თომას ტუხელმა “ჩელსის” 1998 წლის შემდეგ მეორედ სუპერთასი მოაგებინა