კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ხელბურთი – საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი და დრამატული მატჩი ფინეთთან

Image source: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation

 

თბილისის სპორტის სასახელში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა და ფინეთს დაუპირისპირდა. ეს უმნიშვნელოვანი დუელია, რადგან წყვილში გამარჯვებული მთავარ შესარჩევ ციკლში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.

მატჩს მნიშვნელობა დაეტყო კიდევ და ძალიან დრამატული, დაძაბული გამოდგა. მთელი თამაშის განმავლობაში ვერცერთმა გუნდმა მოახერხა სოლიდური უპირატესობის მოპოვება და თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა.

საბოლოოდ, ფრე, 24:24 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები ბოლო წამზე მარცხს გადაურჩა, რადგან ფინელთა დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ დამატებაზე მეკარემ შოთა თევზაძემ ივარგა და მატჩის გმირი გახდა. ქართველთა რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო.

ამრიგად, ფრე და ყველაფერს საპასუხო მატჩი გაარკვევს, რომელიც 19 იანვარს ფინეთში გაიმართება და გამარჯვებული ნაკრები მთავარ შესარჩევ ეტაპზემონაწილეობის უფლებას მიიღებს.

საქართველო – ფინეთი 24:24

 

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთთან დამარცხდნენ