კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ხაცკევიჩი: “ზურიკო შეჩერდა და მის მაგივრად მიქელთაძე შევიყვანეთ”

ხაცკევიჩი ზურიკოზე

Image source: СК Ротор vk-ს გვერდი

 

რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-11 ტურში ქართველების „როტორი“ საკუთარ მოედანზე „ტამბოვთან“ 0:2 დამარცხდა.ზურიკო დავითაშვილმა 77′ წუთი ითამაშა და ბექა მიქელთაძემ შეცვალა, სოლომონ კვირკველია თადარიგში იყო, ხოლო ნიკა ყიფიანი განაცხადში არ ყოფილა. დავითაშვილს, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, გოლის გატანის იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.

ვოლგოგრადელების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

“გვაქვს სია იმ მოთამაშეების, რომლებიც პენალტებსა და სტანდარტულ ჯარიმებს ასრულებს. ჩვენ გვქონდა ორი ვარიანტი იყო, ამჯერად ზურიკომ დაარტყა.

ჩანდა, რომ ზურიკო შეჩერდა, და ჩვენ დავითაშვილის ნაცვლად მიქელთაძეს შევიყვანეთ. იმედი გვაქვს, რომ ყოველი ცვლილება თამაშის გაძლიერებაზე მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მქონდა“.

როტორს მხოლოდ 3 ქულა აქვს და პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხრილში მყარად ბოლო, მე-16 ადგილზეა.

 

 

წყარო – rotor-vlg.com

 

 

 

 

 

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა