კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ხაშურის სტადიონის მშენებლობა გრძელდება (ვიდეო)

კობიაშვილმა ხაშურის სტადიონი მოინახულა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ხაშურის სტადიონის მშენებლობა მოინახულეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი.

ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების მოედანი შენდება, რომელსაც 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნაც ექნება. გარდა ამისა, განათება, შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი საფეხმავლო ბილიკები.

სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

“დღეს ვიმყოფებით ხაშურში, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობა მოვინახულეთ. აღნიშნული პროექტი არამხოლოდ ხაშურისთვის არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. მიხარია, რომ პანდემიის გამო არსებული ვითარების მიუხედავად მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დასრულდება.

ხაშური საკმაოდ დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქია, თუმცა ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ადგილობრივები და განსაკუთრებით ბავშვები ფეხბურთში ჩართავს ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი ხორციელდება. ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

ხაშურში პირადად მაქვს ნათამაშები და კარგად მახსოვს თუ რამხელა ინტერესი იყო ფეხბურთის მიმართ. სამწუხაროდ, იმ მიზეზების გამო, რომელიც მე უკვე ვახსენე ბოლო წლებში ეს ასე აღარ იყო. მსურს, რომ მადლობა გადავუხადო ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ქალაქის მერს და რა თქმა უნდა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც შენდება აღნიშნული სტადიონი.

პროექტი ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობის არის იმისთვის, რომ ხაშურში და მთლიანად რეგიონში ფეხბურთის უფრო დიდი პოპულარიზაცია მოხდეს. ფეხბურთის ფედერაციისთვის და პირდად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულია, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს“ – ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

 

 

წყარო – Gff.ge

 

“დინამო” სეზონის განახლებისთვის ემზადება (ვიდეო)