კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხანგრძლივი უცხოური კარიერის შემდეგ ვასილ ჭეიშვილი სოხუმის „დინამოს“ გაწვრთნის

დინამო სოხუმი

Image source: Dinamo sokhumi

 

ვასილ ჭეიშვილი 17-წლიანი უცხოური კარიერის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. სოხუმის „დინამოს“ ოფიციალური გვერდის ცნობით გუნდის საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორის და უფროსი მწვრთნელის თანამდებობაზე იმუშავებს.

ვასილ ჭეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და უზბეკეთში, საფეხბურთო გუნდების მთავარ მწვრთნელად და აკადემიის ხელმძღვანელად. მთავარი მწვრთნელი იყო უზბეკურ „ცემენტჩში“ (1998-2000), ზესტაფონის „მეტალურგში“ (2000-2001 წელი, გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი გახადა), თბილისის „სპარტაკში“ (2003 წელი), ბაქოს „ოლიმპიკსა“ (2005-2008) და „ბაქილში“ (აზერბაიჯანი, 2009 – 2011).

ამის გარდა, 7 წლის განმავლობაში იყო ორი აზერბაიჯანული გუნდის აკადემიის სპორტული დირექტორი – 2012-2016 წლებში „ალინჯას“, ხოლო 2016-2018 წლებში – „სუმგაითის“. 2018-2019 წლებში სხვადასხვა პოლონურ საფეხბურთო კლუბებთან საფეხბურთო მეთოდოლოგიის საკითხებზე თანამშრომლობდა.

წყარო – Dinamo sokhumi

საქართველოს სუპერლიგა. “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპს” უშანსოდ მოუგო