კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ხალხს ჩემი პოტენციალი ჯერ არ უნახავს” – ილია თოფურიამ 2020 წელი შეაფასა

ილია თოფურია

Image source: Open source

 

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში 2020 წელი შეაფასა. მან UFC-ში ჩატარებულ ბრძოლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხს ჯერ მისი პოტენციალი ბოლომდე არ უნახავს.

„წარმატებული წელი გვქონდა. ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი მებრძოლი, რომ გამოვედით, თან როგორი მებრძოლები, ყველაფერს შედეგზე ვხედავთ, ძალიან გახარებული ვარ.

რა თქმა უნდა, პირველი ბრძოლა გამიჭირდა, მთლიანი იმ პროცესისთვის მომზადება, რაც ბრძოლამდე მისვლას სჭირდება. 8 დღით ადრე შემატყობინეს, რომ UFC-ში მივიღებდი მონაწილეობას. გამიჭირდა მომზადება, არც ვიყავი მზად, თან კორონავირუსი მქონდა გადატანილი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია მოვიპოვეთ გამარჯვება და მეორე ბრძოლაში, რა თქმა უნდა, შემეტყო განსხვავება, რადგან მეორე ჩხუბისთვის 8 კვირით ადრე გამაფრთხილეს და საკმაოდ დიდი დრო მქონდა მოსამზადებლად, ჯერ კიდევ არ აქვს ხალხს ჩემი პოტენციალი ბოლომდე ნანახი, 2021 წელი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ გავახარებთ ქართველ ხალხს“, – განაცხადა თოფურიამ.

23 წლის ქართველი სპორტსმენი UFC-ში დაუმარცხებელია. მას აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 2-დან 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

წყარო – 1tv.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წელი შეაჯამა (ვიდეო)