კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ხაჭაპური თაიმი”: გიორგი შერმადინს ჯილდო საინტერესო სიტუაციაში გადაეცა (ვიდეო, ფოტო)

გიორგი შერმადინის აღიარება

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის ჯილდო საინტერესო სიტუაციაში მიიღო. მას “იბეროსტარ ტენერიფეს” კალათბურთელებმა და ოჯახის წევრებმა ვარჯიშისას სიურპრიზი მოუწყვეს და ჯილდო გადასცეს. დანარჩენს ვიდეოში იხილავთ.

ასევე გიორგის მეუღლემ და შვილებმა მიულოცეს ოქტომბერში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარება.

“ძალიან ბედნიერი ვარ კლუბისა და ხალხისთვის, რომლებიც ამ დიდ ოჯახს ქმნიან.

თასი ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელების წყალობით მოვიგე.

ასევე გულშემატკივრებს არ ვივიწყებ. ეს რთული დროა, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას”,-განაცხადა შერმადინმა.

 

 

წყარო – Iberostar Tenerife