კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქეცბაიას ახალ კონტრაქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს

ქეცბაიას კონტრაქტის განახლებას სთავაზობენ

Image source: goal.philenews.com

 

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის განახლებას აპირებს. კლუბის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ხრისტო პულაიდისი გადაწყვეტილებას პირადად მიიღებს და გამოაცხადებს.

ქეცბაიას კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და თუ მას არ განაახლებს, რა თქმა უნდა, გუნდს დატოვება მოუწევს. ამიტომაც, ეს თემა მნიშვნელოვანია.

„ამ საკითხს პრეზიდენტი განიხილავს და როდესაც დრო იქნება, გადაწყვეტილებას თავად გამაოცხადებს“ – განაცხადა დიმიტრიოს ხრისტოფორუმ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი 2019 წლიდანაა. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება.

 

წყარო – Larnaka Sports

 

გიორგი პაპუნაშვილი: “ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ”