კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ქეცბაიამ და არველაძემ 7:0 მოუგეს სომხებს” – საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების რეაქცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ერთადერთი გოლი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურში სომხეთს დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. ჩვენი ნაკრების რიგებში ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. საქართველოს ნაკრები გათამაშების მე-6 ტურში ესტონეთს დაუპირისპირდება.

გუშინდელ მარცხს გამოეხმაურნენ “ჯვაროსნების” ქართველი გულშემატკივრები, რომლებმაც სოციალურ ქსელში კომენტარებში თავიანთი აზრი გააზიარეს.

“მსაჯმა რა გვიჯიგრა ისე”;

“ტიპები წერენ ეს ფეხბურთი არ არისო, არ უნდა ითამაშონოო, რატო უყურებ? დაგაძალა ვინმემ? მიდი და უყურეო გამოხტები აქ, და ხართ ერთ ამბავში, თქვენნაირი გულშემატკივრები და ვითომ გულშემატკივრები რომხარ არაფრის ღირსები ხართ, წაგება არ გინდა, გადახედეთ რა ხდება ქვეყანაში? კლუბები გვყავს ბუცების ფულიც კი არ აქვთ, ეს იყო ამ ქვეყნის მაქსიმუმი იბრძოლოს და არ გამოვიდა და თქვენ ქათმებო იმის ნაცვლად რომ გაამხნეოთ რას აკეთებთ? საღოლ ერო გენაცვალეთ ყველას, ბრავო!”

“მორჩა მე აღარ უნდა ვუყურო ნაკრების თამაშს,სასწრაფო კინაღამ გამომიძახეს,არ მეგონა თუ გადავიტანდი,1:1 მა ცოტა მომიყვანა აზრზე,აი 1:2 ზე აღარ მახსოვს”;

“ქეცბაიამ და არველაძემ 7:0 მოუგო სომხებს ამ სამარცხვინოებმა ერთხელ მაინც დაარტყი კარში ბურთი შემაძულეს ფეხბურთი”;

“აი ვაფშე როგორ არ გიტყდებათ რამის დაპოსტვა აქ თქვე უთავმოყვარეო და ნაგლო ხალხო!!! ”

“ეხლა ესტონეთთან გვაქ სათამაშო და გვეტყვიან კიდევ უგულშემატკივრეთო ნაკრებს,მაგრამ……………………..ბოლოს რა? ალბათ მინიმუმ 3 : 0 დამთავრდება ეგ თამაში. ნერვებიც მოგვეშლება და ასე შემდეგ, ღირს ამის გამო ნერვების შლა?”

“ბურთი გადამალეთ ქვეყანაში და შემოტანაც აიკრძალოს კანონით”;

“საბავშო ბაღია !!! ვისაც არ უთამაშია წინა შეხვედრაში ეხლა ესენი ათამაშა თორე იტირებდნენ !! უი ხი თან ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მთელი დაცვა შეცვალა ამ სირმა !!! და პირველი გამარჯვება აჩუქა სომხებს ! ჯიღაური შეტევაში იყო 2 ეს რომ გვიტანდნენ !!! უნამუსოები ხართ”;

“რაღაცაში მაინც მოიგონ სომხებმა”;

“კაკაბაძე ჯიღაურის ნაცვლად”

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას 18 ნოემბერს “დინამო არენაზე” ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო – Georgian Football Federation

 

 

 

 

 

რამდენი ქულით შეფასდა ქართველი ფეხბურთელების თამაში სომხეთთან