კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქეცბაია: “რთული თამაში მოვიგეთ, კონტრაქტი არ შემოუთავაზებიათ”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: goal.philenews.com

 

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩეპიონატში „ნეა სალამინა“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

„ჩემს გუნდს ვულოცავ. რთული თამაში მოვიგეთ და კარგია, რომ ზედიზედ მესამედ ვიმარჯვეთ გოლგაუშვებლად. წინ ვიხედებით და მომდევნო მატჩი „აპოელთან“ რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფორმაში არ არის.

დაცვაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა და კარგად ვთამაშობთ, არამხოლოდ დაცვაში, არამედ მთლიანობაში. ჩემს კონტრაქტს რაც შეეხება, ჯერ წინადადება არ მიმიღია. ჩემი მუშაობა უნდა შეფასდეს და ჯერ ეს შეფასება არ გაკეთებულა“ – განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 39 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

 

წყარო – goal.philenews.com

 

“ჩელსიმ” პრემიერლიგაში ცუდი სერია დაასრულა (ვიდეო)