კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქეცბაია: “მომდევნო სეზონში ალბათ “ანორთოსისში” აღარ ვიქნები”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: goal.philenews.com

 

კვიპროსის ჩემპიონატში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ „აელთან“ წააგო (1:2) და ერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.

„ხანდახან იღბალი წარმატებისთვის საჭიროა. ჩვენ ის რომ გვქონოდა, უფრო მეტი ქულა გვექნებოდა. ორი შეტევიდან ორი გოლი გაგვიტანეს. პრეტენზია არ მაქვს ფეხბურთელებთან. თასის მოგების დიდი შანსი გვაქვს, რეალისტური მიზანია.

კონტრაქტი? ჯერ სეზონი დასრულდეს, მაგრამ დიდი შანსია, მომდევნო სეზონში მე აქ აღარ ვიყო. როდესაც რაღაც არ გამოგვდის, ხალხი ენას იღებს. ჩვენ იმაზე მეტი რამ გავაკეთეთ, ვიდრე მანამდე 11 წელიწადში გაკეთდა. შარშან ჩემპიონობას ვიმსახურებდით, მაგრამ რაც მოხდა, ვიცით. წელს თასის მოგების შანსი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ“ – თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ლიდერ „აპოლონს“ 13 ქულით ჩამორჩება.

 

წყარო – larnakasports.com

 

გოგა ბითაძემ “მაიამისთან” ითამაშა, “ინდიანამ” ოვერ-ტაიმში მოიგო