კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქეცბაია: “45 წელია ფეხბურთში ვარ და ასეთი სტადიონი არ მინახავს”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: goal.philenews.com

 

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. მან ფეხბურთელებს მიულოცა და სტადიონი დაიწუნა.

„ვულოცავ ფეხბურთელებს. რთული თამაში მოვიგეთ, არამხოლოდ მეტოქის გამო, რომელიც კარგი გუნდია, არამედ ძირითადადი იმიტომ, რომ საშინელ სტადიონზე ვითამაშეთ. 45 წელია ფეხბურთში ვარ ასეთ ცუდ მოედანზე არასდროს მითამაშია და არც მივარჯიშია. ეს იყო ყველაზე უარესი სტადიონი რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვნახე“ – თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ 19 ტურში მოპოვებული 36 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

 

წყარო – Larnakasports

 

ოფიციალურად” “საბურთალომ” ლეგიონერები დაიმატა