კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კავანის მამამ დაასახელა გუნდი, სადაც მისი შვილი გადავა

Image source: Worldfootball

 

„პსჟ“-ს ედინსონ კავანი დიდი ალბათობით მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავა. ამის შესახებ მამამისმა. ლუის კავანიმ განაცხადა, რომლის თქმით, ესპანურ გუნდთან შეთანხმებულები არიან.

„ჩვენ ბევრი წინადადება მივიღეთ აშშ-დან ინგლისიდან და გერმანიიდან, თუმცა „ატლეტიკოსთან“ შევთანხმდით სხვადასხვა მიზეზის გამო. გვინდა მისი კარიერა იქ გაგრძელდეს, მაგრამ თუ „პსჟ“-ში მოუწევს დარჩენა, ეს მხოლოდ სეზონის ბოლომდე მოხდება. ტუხელმა განაცხადა, რომ კავანი სჭირდება, მაგრამ რეალურად „პსჟ“-ს ეშინია, რომ მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოუწევს. ბოლო დროს ძალიან ცოტა ითამაშა და კლუბი მას დაუმსახურებლად უსამართლოდ ექცევა“ – თქვა კავანის მამამ.

მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა „პსჟ“-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მოედანზე მხოლოდ 13-ჯერ გავიდა და 5 გოლი გაიტანა.

 

წყარო – Goal.com

 

ირაკლი ბუღრიძე: “სხვა წინადადებებიც მქონდა, მაგრამ “დინამოში” თამაში მინდოდა” (ვიდეო)