Image source: Premier League
ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „საუთჰემპტონს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მისთვის ნაცნობ სტილში მოიგო.
ოლე გუნარ სულშერის გუნდი გასვლაზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა და 33-ე წუთზე 0:2 აგებდა, 59-ე წუთამდე ვერაფერი შეცვალა. თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე ედინსონ კავანი გამოჩნდა და მან ყველაფერი შეცვალა.
კავანიმ ჯერ ბრუნო ფერნანდეშს გაუკეთა საგოლე გადაცემა და პორტუგალიელმა სხვაობა შეამცირა. 74-ე წუთზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა თვითონ გაიტანა და გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირბეულ დროში „მატადორმა“ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„მანჩესტერმა“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო „საუთჰემპტონი“ 17 ქულით მეხუთეა.
„საუთჰემპტონი“ – „მანჩესტერი“ 2:3
გოლები: 1:0 ბედნარეკი (23), 2:0 ვორდ-პრაუსი (33), 2:1 ბრუნო ფერნანდეში (59), 2:2 კავანი (74), 2:3 კავანი (90)
ساوثهامبتون 2 × 3 مانشستر يونايتد | أهداف المباراة – ALL GOALS
ــــــــــــــــــــــــــــــــــــــــــــ
to never miss any goal Follow @basamgoal10 pic.twitter.com/HS4uNIhA7Q— بـســـــــــGOALــــــامـــ (@GOAL8880) November 29, 2020
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები