კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კავანიმ “მანჩესტერში” პირველი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (ვიდეო)

მანჩესტერმა მოიგო

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში ლივერპულის „ევერტონმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. კარლო ანჩელოტის გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ უვკე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და პოზიციები დათმო.

„მანჩესტერმა“ გასულ ტურში წაგებისა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში „ევერტონის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ბერნარდმა გახსნა, მაგრამ 8 წუთში ბრუნო ფერნანდესმა წონასწორობა აღადგინა. პორტუგალიელმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და სტუმრები დაწინაურდნენ.

90-ე წუთზე ბრუნომ დუბლს საგოლე პასიც დაამატა. მან გადაცემა ედინსონ კავანის გაუკეთა, რომელმაც „მანჩესტერში“ სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მანჩესტერმა“ 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“ 13 ქულით მეხუთეა.

„ევერტონი“ – „მანჩესტერი“ 1:3

გოლები: 1:0 ბერნარდი (19), 1:1 ბრუნო ფერნანდესი (25), 1:2 ბრუნო ფერნანდესი (32), 1:3 კავანი (90)

 

 

წყარო – Premierleague

 

რომელ მატჩებს ვუყუროთ დღეს?