კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კაცნაკლული ბათუმის “დინამო” წყალტუბოს “სამგურალთან” მშრალი ანგარიშით გაიმარჯვა

ბათუმის დინამომ შინ სამგურალს სძლია

Image source: FC Dinamo Batumi ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ბოლოსწინა მატჩს გორის „თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის მოედანმა უმასპინძლა, სადაც ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:0 ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის მე-5′ წუთზე ბათუმელმა შემტევმა გიორგი ფანცულაიამ ფლანგიდან ჯაბა ჯიღაურის მიერ გაკეთებული გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში, 53′-ე წუთზე საჯარიმოში ფლანგიდან შეჭრილმა გიორგი ნიქაბაძეს ფანცულაიამ „სამგურალის“ კარი მეორედ ააღებინა და საბოლოო 2:0 ანგარიშიც დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, ის რომ ბათუმელებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაამთავრეს – 88′-ე წუთზე ბენჯამინ ტეიდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

8 ტურში “დინამომ” 18 ქულა დააგროვა და ლიდერ „დინამო თბილისს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო „სამგურალი“ კი 6 ქულით ეროვნული ლიგის მე-7 ადგილზეა.

 

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” მორიგი გამარჯვება ამჯერად მემფისში (ვიდეო)