კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კასილიასი: “როცა გულის შეტევა დამემართა, მან პირველმა დამირეკა”

იკერ კასილასმა მძიმე დღეები გაიხსენა

Image source: Getty Images

 

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილიასმა “ტოტენჰემის” ამჟამინდელ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა მას შემდეგ, როცა ესპანელმა გოლკიპერმა “პორტუში2019 წელს გულის შეტევა გადაიტანა.

“ცოტამ თუ იცის, რომ მოურინიო იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც დამირეკა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

მომხდარის შემდეგ ისეთ ადამიანებს შევხვდი, რომლებსაც ადრე იშვიათად ვხედავდი. ამით ცხოვრებაში პატარა დეტალების დაფასებას სწავლობ.

ცდილობ იცხოვრო ყოველი დღე, შენს პატარა სამყაროში არსებობას წყვეტ. მე ძალიან გამიმართლა.

იმ დღეს ვგრძნობდი რომ მართლა დავიღუპებოდი. ამის შემდეგ სამყაროს სხვანაირად ვუყურებ.” – კასილიასის სიტყვებს ESPN-ი გადმოგვცემს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოსა და კასილიასს კონფლიქტი ჰქონდათ, როდესაც ისინი “რეალში” ერთად მუშაობდნენ.

წყარო – Goal.com

ჩავიმ სამწვრთნელო კარიერაში მესამე ტიტული მოიგო