კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ისევ იორიკირით გაიმარჯვა

ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება

Image source: Getty Images

 

ნოემბრის ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეც ქართველი სუმოისტისათვის წარმატებული აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ჩიოშომა იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 6 მოგება – 5 წაგება. ქართველი მაეგაშირა ჩიოშომასთან ბრძოლაში იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

მე-11 საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 4 მოგება, სამჯერ არ გამოცხადდა და 4 წაგება.

 

ხვალინდელ ბრძოლაში მე-13 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-16 მაეგაშირა სადანუმი იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ჯერჯერობით ასე გამოიყურება – 7-4.

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

ქართველი სუმოისტის წარმატებული ბრძოლა ნოემბრის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს