კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გზა ტოკიოსკენ. ქართველმა პარაძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მაღალი სინჯის მედალი მოიპოვეს

საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა.

ფინალურ ეტაპზე რევაზ ჩიკოიძემ +100 კგ. წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი ილჰამ ზაკიევი დაამარცხა და ოქროს მფლობელი გახდა. ზვიად გოგოჭური კი რუსეთის სახელით მოასპარეზე აბდულა კურამაგოვედოვთან დამარცხდა.

მანამდე კი ზურაბ ზურაბიანმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შეჰმატა.

საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით სპორტსმენებმა ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიები მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები დღეს გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებს და სამშობლოში 29 ივლისს დაბრუნდება.

წყარო 1tv.ge

 

ბასილაშვილი ტიტულს უმიზნებს. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ