კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ბრინჯაოს მედლები ევროპის ჩემპიონატზე

Image source: ijf.org

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა, ოთხივემ ნახევარფინალში იჭიდავა, მაგრამ ოთხივემ წააგოდა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა მოუწიათ.

90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ნახევარფინალი წააგო და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

100 კგ წონაში უმედლოდ დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი. ვარლამი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ იქ ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალტჩიკთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში უკვე პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას ვერ გაუმკლავდა.

მძიმე წონაში ორი ქართველი გამოდიოდა. ორივემ ნახევარფინალს უწია, მაგრამ ორივე რუს მეტოქეებთან დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლეს, სადაც გურამ თუშიშვილმაც და ლევან მატიაშვილმაც მოიგეს. თუშიშვილმა ჩეხი ლუკას კრპალეკი დაამარცხა, ხოლო მატიაშვილმა ბოლო წამზე იპონით ავსტრიელ შტეფან ჰეგიის აჯობა.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა – 1 ოქრო, 1 ვერცხი და 4 ბრინჯაო.

 

წყარო – Ijf.org

 

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი თამაში გაიმართა