კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველი წყალბურთელების თავდადებული ბრძოლა მოქმედ ჩემპიონთან (ვიდეო)

Image source: European Acquatics

 

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი წყალბურთში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მესამე და ჯგუფის ბოლო თამაში ჩაატარა.

ქართველი წყალბურთელები იტალიის ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 12-ბურთიანი სხვაობით წააგეს – 6:18. გიორგი მაგრაქველიძემ აღნიშნულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა, თითო გოლის გატანა კი გიორგი ბითაძემ, ხვიჩა ჯახაიამ, ზურაბ რურუამ და დამირ ცრეპულიამ გაიტანეს.

20 იანვარს 20:30 საათზე საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება, სადაც გაირკვევა, მოხვდება თუ არა ჩვენი გუნდი კონტინენტის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის.

 

წყარო – LENaquatics

 

“უოტფორდი” – “ტოტენჰემი”: გუნდების სასტარტო შემადგენლობები (ფოტო)