კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთთან დამარცხდნენ

Image source: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია/Aquatic Sports Federation

 

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი წყალბურთში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეორე თამაში ჩაატარა.

ქართველი წყალბურთელები საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, მაგრამ მეტოქის სიძლიერისგან გამომდინარე საპატიო ანგარიშით წააგეს – 10:17.

საბერძნეთმა განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარა, რომელიც ძალიან ადვილად, 11:2 მოიგო. მეორე ნახევარში ჩვენი ვითარება ოდნა გამოსწორდა და რევაზ ჩომახიძის გუნდმა მესამე პერიოდი 4:2 მოიგო, ხოლო ბოლო პერიოდში ფრე 4:4 დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა საფრანგეთთან პირველ ტურში მოგებით პრაქტიკულად გარანტირებული აქვს, ხოლო ბოლო მატჩს ჯგუფში 18 იანვარს, იტალიასთან გამართავს.

საბერძნეთი – საქართველო 17:10 (5:1, 6:1, 2:4, 4:4)

გოლები: 1:0 გენიდუნიასი (07:25), 2:0 ფუნტოლისი (05:20), 2:1 იმნაიშვილი (04:20), 3:1 გენიდუნასი (03:59), 4:1 კოლომვოსი (03:05), 5:1 გენიდუნიასი (01:24), 6:1 გუნასი (07:30), 7:1 დერვისი (06:57), 8:1 გუნასი (03:22), 9:1 ფონტულისი (02:36), 10:1 ფონტულისი (01:29), 10:2 ბარალდი (01:09), 11:2 ვლახოპულოსი (00:22), 12:2 დერვისი (05:35), 12:3 ვაპენსკი (04:10), 12:4 ჯახაია (02:18), 12:5 ქავთარაძე (00:55), 12:6 ვაპენსკი (00:31), 13:6 ვლახოპულოსი (00:06), 13:7 ცრეპულია (06:32), 14:7 კაპოცისი (04:57), 14:8 რურუა (04:38), 15:8 მურიკისი (04:05), 16:8 ფონტულისი (03:25), 16:9 (ბითაძე (03:04), 17:9 ვლახოპულოსი (02:39), 17:10 რურუა (00:55)

 

თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილი “კრილიაში” გადადის?