კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი სუმოისტის წარმატებული ბრძოლა ნოემბრის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება მიმდინარე ბაშოზე

 

ნოემბრის ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარმატებული აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე კაისეი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 4 მოგება – 6 წაგება. ქართველი მაეგაშირა კაისეისთან ბრძოლაში იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

მეათე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 3 მოგება, სამჯერ არ გამოცხადდა და 4 წაგება.

 

ხვალინდელ ბრძოლაში მე-13 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ჩიოშომა იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ჯერჯერობით ასე გამოიყურება – 5-4.

 

 

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

უკრაინამ ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა ვიაჩესლავ ბობროვის ნაცვლად