კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი სუმოისტი სადანუმისთან ამიუჩის ილეთით დამარცხდა (ვიდეო)

ტოჩინოშინის მე-5 მარცხი მიმდინარე ბაშოზე

Image source: Getty Images

 

ნოემბრის ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებული აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე სადანუმი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 8 მოგება – 4 წაგება. ქართველი მაეგაშირა სადანუმისთან ბრძოლაში ამიუჩის ილეთით დამარცხდა.

მე-12 საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 4 მოგება, სამჯერ არ გამოცხადდა და 4 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-13 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირუ იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ჯერჯერობით ასე გამოიყურება – 5-7.

 

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ისევ იორიკირით გაიმარჯვა