კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი ფიბას კომისარი/ტექნიკური დელეგატი ქალთა და კაცთა ევრობასკეტის შესარჩევ თამაშებს მოემსახურება

ფიბა-ს კომისარი/ტექნიკური დელეგატი

Image source: gbf.ge

 

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე ნაკრებები ჯგუფების მიხედვით ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში შეიკრიბებიან და მთლიანი ფანჯრის თამაშებს ერთ დარბაზში ჩაატარებენ.

ერთადერთი ქართველი ფიბას კომისარი/ტექნიკური დელეგატი მერაბ რატიშვილი, რომელიც ამჟამად საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონში იმყოფება, სადაც ქალთა ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის 2 ჯგუფის გუნდები არიან შეკრებილნი.

რატიშვილი 2 ჯგუფის (A ჯგუფი: საბერძნეთი, სლოვენია, ბულგარეთი, ისლანდია; B ჯგუფი: შვედეთი, მონტენეგრო, ისრაელი) თამაშებს მოემსახურება, რომლებიც 12 და 14 ნოემბერს კრეტაზე გაიმართება. მანამდე კი, როგორც “ბაბლის” მთავარი კომისარი, ფიბასა და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იგი მოახდენს საორგანიზაციო საკითხების, COVID-19-თან დაკაშირებული რეგულაციების, სათამაშო და სავარჯიშო დარბაზების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში გადაიარაღებისა და სხვა მიმდინარე საკითხების მოგვარებას.

მთავარი ტექნიკური დელეგატის რანგში, რატიშვილი 23-30 ნოემბერს ესტუმრება სლოვენიასაც, რომლის დედაქალაქი ლიუბლიანაც კაცთა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის F ჯგუფს (უკრაინა, სლოვენია, უნგრეთი, ავსტრია) უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო მატჩების გამართვა “ბაბლის” პრინციპით ფინეთის ქალაქ ესპოოში მოუწევს, სადაც ჩვენი ჯგუფის ოთხივე წარმომადგენელი (ფინეთი, სერბეთი, შვეიცარია, საქართველო) შეიკრიბებიან. ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს 28 ნოემბერს ფინეთთან, ხოლო 30-ში შვეიცარიასთან მოუწევს დაპირისპირება.

 

 

წყარო-gbf.ge

 

 

 

 

 

“ხაჭაპური თაიმი”: გიორგი შერმადინს ჯილდო საინტერესო სიტუაციაში გადაეცა (ვიდეო, ფოტო)