Image source: Zira Football Klubu
აზერბაიჯანის თასის მერვედფინალში „ზირამ“ სტუმრად „ქარადაღი“ 4:0 დაამარცხა, დავით ვოლკოვმა კი შესანიშნავად ითამაშა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. მან თავი 27-ე და 45-ე წუთებზე გამოიჩინა, ხოლო 30-ე წუთზე თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
„ზირა“ ამ გამარჯვებით თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა. ვოლკოვს კი აზერბაიჯანის ჩემპიონატში 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
წყარო – Zira FC
ვიდეობი
ფოტოები