კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ფატალურ შემთხვევას გადაურჩა: “მალე მოედანზე დავბრუნდები”

Image source: Luka Imnadze Facebook

 

„რუსთავის“ ფეხბურთელი ლუკა იმნაძე გამოჯანმრთელდა. ბოლნისის „სიონთან“ მატჩი იმნაძემ მძიმე შეჯახების შემდეგ ტვინის შერყევა მიიღო და უმძიმეს შედეგებს გადაურჩა.

ქართველი ფეხბურთელი მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის და მოედანზე დაბრუნებას ააანონსებს.

“პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორივე გუნდის ექიმებს. ასევე ბიჭებს, რადგან იმ კრიტიკულ მომენტში არ დაიბნენ და მალევე გაერკვნენ სიტუაციაში.

მადლობა რუსთავისხელმძღვანელობას და მთელ გუნდს გვერდში დგომისთვის.

ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რუსთაველ გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ამბავი, მამხნევებდა თბილი სიტყვებით და მკითხულობდა.

უფლის წყალობით, თავს უკეთ ვგრძნობ, მალე დავუბრუნდები სტადიონს და გავაგრძელებ საყვარელ საქმეს“ – თქვა იმნაძემ.

 

წყარო – fc rustavi

 

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის შეხვედრას განსჯიან