კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი ფეხბურთელების ემოციური მიმართვა ეროვნულ ნაკრებს (ფოტო)

ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრები გაამხნევეს

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ლევან მჭედლიძემ, ჯანო ანანიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს.

“როტორის” ყოფილი ქართველი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე:

ჯანომ ეროვნული ნაკრები გაამხნევა
“ჩემი ლომები მე მჯერა თქვენი”, – დაწერა ჯანომ.

 

“ემპოლის” ყოფილი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე:

მჭედლიძემ ნაკრების ფეხბურთელები გაამხნევა
“მე მჯერა”, – დაწერა მჭედლიძემ.

 

“რუბინის” ახალგაზრდა ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია:

კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრები გაამხნევა
“მიდით ბიჭებო ასახელეთ ჩვენი ქვეყანა!!!

წინ დიდი გამარჯვებისკენ”, – წერს კვარაცხელია.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო – jano_ananidze, Levan Mchedlidze, Khvicha Kvaratskhelia

 

 

 

 

კახა კალაძე: “მთელი საქართველო, მთელი ქვეყანა თქვენს გვერდით არის ბიჭებო”