კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ქართველი ფეხბურთელები, როგორც ამიერკავკასიის ბრაზილიელები”. ესტონურმა გამოცემამ საქართველოს ნაკრები შეაფასა

Image source: gff.ge

 

ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ერთ ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად იქნებიან ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი და ესტონეთი. ამ უკანასკნელი ქვეყნის ნაკრები უეფა-ს რეიტინგის თანახმად ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა, როგორც მწვრთნელმა განაცხადა, ამ როლთან შეგუებას არ აპირებს და მისი მიზანი ჯგუფის მოგებაა.

წილისყრის შედეგების გარკვევის შემდეგ ესტონურმა გამოცემამ – postimees.ee ვითარების მიმოხილვა გააკეთა სადაც საქართველოს ნაკრებსაც საინტერესო შეფასება მისცა.

“საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც სომხეთის გუნდს ერთი ცუდი თვისება აქვს – თუ მოთამაშეები გუნებაზე არ არიან, ისინი ძალიან ცუდად თამაშობენ. ეს ყველა ბალკანური და ამიერკავკასიური ქვეყნების ტრადიციაა. 

საქართველოს ნაკრებთან ესტონეთი ბოლოს 2018 წელს შეხვდა, როდესაც 0:2 მარცხი განიცადა. ესტონეთს საქართველოსთან სულ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 2 მოგება და 1 ფრე აქვთ დაფიქსირებული.  ქართველები, ან როგორც მათ ეძახიან “ამიერკავკასიის ბრაზილიელები” ყველაზე ამბიციურები არიან. თუმცა, პრაქტიკულად საქართველოს ნაკრები არც თუ ისე ცუდი მოთამაშეებით შეიძლება ისეთი თამაში ჩაატაროს, რომ გრანდს ქულები წაართვას ან და სუსტ გუნდთან დამაარცხდეს.

ესტონეთის ნაკრების მიზანი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაა.” – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

წყარო – postimees.ee

ვის შეხვედებიან ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი? დევისის თასის წილისყრის შედეგები ცნობილია