კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი პარასპორტსმენები მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დაასახელეს

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ

Image source: Irma Khetsuriani/Nina Tibilashvili ფეისბუკ გვერდები

 

ქართველი პარასპორტსმენები, ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ. ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) გასული წლის შედეგებით 18 პარამოფარიკავე გამოარჩია.

ირმა ხეცურიანი ბ კატეგორიის ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის 165 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ნინა თიბილაშვილი კი 80 ქულით 23-წლამდე ხმლით მოფარიკავეთა შორის
საუკეთესო ქალ პარასპორტსმენად აღიარეს.

 

 

წყარო – Parasport Development Centre of Tbilisi

 

 

 

 

სასწრაფოდ: დიდი 10-ის 3 მატჩი გადაიდო