კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველი მსაჯი შოტლანდია – საფრანგეთის მატჩს განსჯის

ნიკა ამაშუკელი

Image source: rugby.ge

 

ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასზე“ და ზოგადად ელიტურ რაგბში პირველ მატჩს განსჯის.

22 ნოემბერს შოტლანდია „მარიფილდზე“ საფრანგეთს მასპინძლობს. „“ ჯგუფის ფაქტობრივ ფინალს, რომლის გამარჯვებული დიდი ალბათობით ტურნირის ფინალში ითამაშებს, ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის და მას კიდიდან საქართველოს საუკეთესო მსაჯ ნიკა ამაშუკელი დაეხმარება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი ტიერ1-ის გუნდების შეხვედრას მოემსახურება.

„შესანიშნავი შეგრძნებაა, როდესაც ასეთ სტადიონზე, ასეთი დონის ტურნირზე გიწევს მსაჯობა და პირისპირ უნდა შეხვდე მსოფლიო დონის ვარსკვლავებს.

ვირუსისგან გამოწვეული რეგულაციები გაურკვევლობის შეგრძნებას მიტოვებს, მაგრამ ეს სირთულეები ვერ აფერმკრთალებს იმ სიხარულს, რასაც ამ დონის ტურნირზე მსაჯობა ქვია. მოედანზე გავალ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთან. ამისათვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვემზადები, ბევრ ვმუშაობ საკუთარ თავზე. განვიხილავ და ვსწავლობ ორივე გუნდის თამაშის დეტალებს, ვითვისებ იმ მკაცრ პროტოკოლს, რაც ვიდეო-რეფერისთან მუშაობას ესაჭიროება და რაც გვერდითი მსაჯის სფეციფიკას ახასიათებს.

უეინმა შოტლანდია-საფრანგეთის მატჩზე დანიშნული ოფიციალური პირებისთვის გააკეთა ჯგუფი და განვიხილავთ მომენტებს. დღეს უნდა გვქონდეს ვიდეო-კონფერენცია, რომლის დროსაც კონკრეტულ მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. დანიშვნის დღიდან, ერთმანეთთან აქტიური კავშირი გვაქვს და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციებზე ვცვლით მოსაზრებებს. ვემზადებით ყველა იმ ნიუანსისთვის, რაც ამ გუნდების ისტორიულ დაპირისპირებას ახლავს“, – განაცხადა ამაშუკელმა.

 

ამაშუკელის კარიერული აღმასვლა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაბალი დონიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში 26 წლის მსაჯი ელიტურ რაგბში გაერია. ამ დრომდე ნიკამ რამდენიმე ტესტ-მატჩი, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და 20-წლამდელთა ექვს ერზე იმსაჯა.

წყარო – rugby.ge

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა, ხოლო მეორე ბრძოლა დათმო და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა (ვიდეო)