კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მსაჯი ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს: “ბედნიერი ვარ და ბავშვობის ოცნება ამიხდა”

ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს

Image source: Getty Images

 

ნიკა ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი მსაჯი, რომელიც ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს.

17 იანვარს ტოპ 14-ის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ გოგიჩაშვილის და გია ხარაიშვილის “რასინგ 92” “ჰარლიქუინსს” პარიზში მასპინძლობს – სწორედ ამ მატჩში ექნება დებიუტი 26 წლის მსაჯს.

„ჩემპიონთა თასი – ეს მართლაც რომ ჩემპიონების ჯახია. უფრო მაღალი დონის საკლუბო ტურნირი არ არსებობს და ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ნებისმიერ დონეზე განსაკუთრებულია და ზუსტად ვიცი, ურთულესი სამსაჯო თამაში მელოდება.

პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მზადება წამითაც არ შემიწყვეტია. ინტენსიური ვარჯიშები მქონდა პირველ იანვარსაც კი, რადგან სულ სხვა დონეზე მექნება დებიუტი და განსაკუთრებული მომზადება მჭირდება. ფრანგული და ინგლისური მედია, შეცდომის დაშვების შემთხვევაში არ დამინდობს და ეს კარგია ჩემი ზრდისთის. თამაშს წამყვანი სპორტული არხები აშუქებენ და უშუალოდ სათამაშო ელემენტების გარდა, უამრავ რამეზე მომიწევს ყურადღების მიქცევა.

ჩემპიონთა თასზე დანიშვნას ჯერ არ ველოდებოდი, რადგან ასეთ გარემოს შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება ჭირდება. ბედნიერი ვარ და ბავშვობის ოცნება ამიხდა, რადგან ყოველთვის მსურდა ნებისმიერი ფორმით გავსულიყავი მოედანზე, სადაც უმაღლესი დონის ვარსკვლავები იქნებიან. იმედი მაქვს, რომ მომიწევს ქართველ მორაგბეებთან შეხვედრა. ორივე გუნდში გამოცდილი, წამყვანი სარაგბო ნაკრებების წევრები თამაშობენ. ‘რასინგის’ ამხანაგური თამაში თბილისში ვიმსაჯე და მაშინ მორაგბეებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, თუმცა ახლა სულ სხვა წნეხი იქნება“, – ამბობს ამაშუკელი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელი 12 თებერვალს ტრადიციული სარაგბო ერების, უელსისა და შოტლანდიის ნაკრებებს მატჩს იმსაჯებს.

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

 

მაიკლ დიქსონის პირველი კომენტარი “კლუჟ ნაპოკაში“ გადასვლის შემდეგ