კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მსაჯები განსჯის ევროპა ლიგის ერთ-ერთა მატჩს

გიორგი ყრუაშვილი განსჯის ევროპა ლიგის ერთ-ერთ მატჩს

Image source: Getty Images

 

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში სლოვენიური “მურა” დანიურ “ორჰუსს” უმასპინძლებს. შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილია. 

COVID 19-ის პანდემიის შემდეგ ევროპული საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლების შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქართული სამსაჯო ბრიგადა საერთაშორისო მატჩს მოემსახურება.

27 აგვისტოს გიორგი კიკაჩეიშვილმა, ფიფას არბიტრის რანგში კარიერაში პირველი მატჩი: “კეშლა” – “ლაჩი” განსაჯა. 7 სექტემბერს კი, გიორგი ყრუაშვილმა ერთა ლიგის შეხვედრა: ყაზახეთი – ბელარუსი იმსაჯა.

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

თბილისის “დინამოს” კაპიტნის კომენტარი “კონას კისთან” მატჩამდე