კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს იმსაჯებენ

გერმანია-პორტუგალიის მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

Image source: Georgian Football Federation‎ ფეისბუკ გვერდი

 

6 ივნისს, სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანაში, 2021 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უეფას გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან – მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მე-4 მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

ქართველმა მსაჯებმა ევრო 2021-ზე ფინალურ მატჩამდე 3 შეხვედრაზე იმუშავეს. გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადამ ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთი – ჩეხეთისა და ინგლისი – შვეიცარიის მატჩებს მოემსახურა, 1/4-ფინალში კი, ესპანეთისა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება განსაჯა.

​შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქარველი მსაჯი გახდა, რომელსაც ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა.

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი საქართველოს ფუტსალის ეროვნულის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა