კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის შეხვედრას განსჯიან

 

7 ნოემბერს, უეფა-ს ევროპა ლიგის მეოთხე ტურში შვეიცარიული “ლუგანო” შვედურ “მალმიოს” უმასპინძლებს.

შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორიაა. აღსანიშნავია, რომ 12-წლიანი პაუზის შემდეგ უეფა-ს ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის მსაჯობა ქართველ სპეციალისტებს მიანდეს.

უეფა-ს ევრო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა მსაჯებმა ბოლო შეხვედრა 2007 წლის 29 ნოემბერს იმსაჯეს. ჰოლანდიური “ალკმაარისა” და ბერძნულილარისას” დაპირისპირება ლევან ფანიაშვილმა განსაჯა.

წყარო – gff.ge

ხელბურთში საქართველოს 30-ე ეროვნულმა ჩემპიონატმა სტარტი აიღო