კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მსაჯები ჩელენჯ ქაფისა და რაგბი ევროპის მატჩებს განსჯიან

Image source: rugby.ge

 

ქართველი მსაჯებისგან დაკომპლექტებული ბრიგადა 16 ნოემბერს ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ლესთერ თაიგერსისა” და “პოს” შეხვედრას, ერთი კვირის შემდეგ კი, “უოსპსისა” და “აჟენის” მატჩს განსჯის.

ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებებში მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს, თევზაძემ რაგბი ევროპის “ალაფაზე” პოლონეთი – გერმანია (15:35) იმსაჯა. მას კიდეებიდან აბულაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი ეხმარებოდნენ. ქართველმა რეფერიმ უმაღლესი შეფასება მიიღო და ახლა დანიშვნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ელოდება.

ქართველი მსაჯები ინგლისში პარასკევს გამთენიისას გაემგზავრებიან.

წყარო – rugby.ge

ჯაბა კანკავა ყაზახური პრემიერ ლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (ფოტო)